შუახევის მუნიციპალიტეტში კლინიკა „ევექსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევის მუნიციპალიტეტში კლინიკა „ევექსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პრევენციის მიზნით კვლევა კლინიკის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა.

„დღეს გეგმური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი. ის გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

კლინიკაში ჩატარდა დეზინფექცია. გაიტესტა ყველა თანამშრომელი და მათი ტესტების პასუხებს ველოდებით. ამჟამად არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას",- აცხადებენ კლინიკაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა