რატი იონათამიშვილი - ერთი ძალიან დიდი პარადოქსია, როცა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი წარსულია და თვითონ მომავალი

ერთი ძალიან დიდი პარადოქსია, როცა გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი არის წარსული და თვითონ მომავალი. როცა ამბობს, რომ არავინ გაქცეულა და ამას ამბობ მაშინ, როცა თვითონ დარბაზიდან გარბის, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ადამიანები უპირატესობაზე საუბრობენ, ეს უპირატესობა საქმის კეთებისა და გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე მოიპოვება.

"როგორც დღეს გაიქცნენ ამ დარბაზიდან, ისე გაუშვებს ქართველი ხალხი მათ უკვე ხვალ ქართული პოლიტიკიდან. დღეს ჩვენ აქ ინტერპელაციის წესით მოვისმინეთ, კომპასში დაკარგული პარტიის წევრების უარგუმენტო, არაკომპეტენტური კითხვები და ეკონომიკის მინისტრის კვალიფიციური, ინფორმაციული და ამომწურავი პასუხები. მე არ გამკვირვებია ის თუ რა დღეში ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს ნერვები. იმიტომ რომ რეალურად, როცა ეს კითხვები გამოაგზავნეს, სანამ პასუხებს მიიღებთ და მიიღებდნენ მწარე და სამართლიან პასუხებს ქალი მინისტრისგან, მათ პასუხი გასცა ჯერ აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის ანგარიშმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ და შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშმა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა