ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას - ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით, ბედნიერ ფრენას გისურვებთ

ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე და ქვეყანაზე, ადამიანი, ძალიან მაგარი ეკიპაჟით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მეზურნიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ეკიპაჟით მოგზაურობა მინიმუმ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ოპოზიციას „ბედნიერ ფრენას“ უსურვებს.

„სხვათა შორის, ამ ხომალდში ოპოზიციაც იმყოფება. ძალიან კი ცდილობენ, პილოტი შეცვალონ, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ საკითხს განაგებს ხომალდში მგზავრთა უმრავლესობა, რომელსაც თქვენ, მეგობრებო, ნამდვილად არ წარმოადგენთ. ამიტომ, შემიძლია რჩევა მოგცეთ, ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ეკიპაჟის მეთაურობით მინიმუმ 4 წელი გაგრძელდება. ასე რომ, ბედნიერ ფრენას გისურვებთ“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა