სოფელ ხოვლეში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან დავით ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა და 800-მდე სკოლაში ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

„დღეს მოვინახულეთ კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა და ბავშვებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ. აქ სასწავლო პროცესი ჩვეულ გარემოში დაიწყო.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა და 800-მდე სკოლაში მოეწყო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებით. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ჩვენი გუნდისთვის ჩვენს ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია.

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის გამოწვევების გამო რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სწავლა დისტანციურად დაიწყო. ჩვენი მიზანია, ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ და ამისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და განსაკუთრებით ბავშვებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.

„150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა გადასასვლელი დერეფნით უკავშირდება არსებულ კორპუსს. ახალი შენობის საკლასო ოთახები მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით. სკოლაში განთავსებულია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, ხელოვნების ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი და სასადილო. მალე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი.

სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

საქართველოში მოქმედი 2 085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო