ნათია თურნავა - ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა, მათ აწყობთ არჩევნების გადადება

ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა, მათ აწყობთ არჩევნების წინ არეულობა და მისი გადადება, რადგან ძალიან ზუსტად და სწორად აფასებენ მათთვის არც თუ სახარბიელო შანსებს არჩევნებში,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას უპასუხისმგებლო იდეები აქვს და რეალურად, მათი განხორციელება ბიუჯეტს დაანგრევს.

„ოპოზიცია ლაპარაკობს არაკომპეტენტურად, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან ჩვენ გვირჩევნია იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც ციფრებს მაინც დაეყრდნობა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი წინადადებები, იდეები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არანაირი გათვლებით გამყრებული არ არის, მიმართულია ბიუჯეტის დანგრევისკენ, არანაირი რაციონალი ამის უკან არ დგას, აქედან ერთერთი დასკვნაა გამოსატანი, რომ ობიექტურად აფასებენ თავის შანსებს ამ არჩევნებში, იციან, რომ მანდატს ვერ მოიპოვებენ და იციან, რომ არავინ მოსთხოვს დაპირებების შესრულებას. ამიტომაც გულუხვად გასცემენ ამ პოპულისტურ დაპირებებს,"- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, "ზომიერი ოპტიმიზმი" აქვს.

„ჩვენ სრულად ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება დღიდან დღემდე ინფიცირებულთა მაჩვენებელი, ჩვენი რეაქცია არის ადეკვატური, ეფექტური. საქართველოს ერთ -ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში ერთ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის და ევროპაში ყველაზე დაბალი. ეს გვაძლევს სწორედ იმ რწმენას, რომ პანდემია არ შეგვიშლის ჩვენ ხელს იმაში, რომ თანადათან გავაჯანსაღოთ ჩვენი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, გლობალური და რეგიონის ვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რეგიონზე უკეთესად მივდივართ,"- განაცხადა თურნავამ.

ცნობისათვის, ეკონომიკის მინისტრი დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა