ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს დირექტორმა და ქალაქის მერმა დევნილების საცხოვრებელი პირობები ადგილზე დაათვალიერეს და მათი პრობლემები მოისმინეს.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, დევნილთა სააგენტო ზრუნავს, რომ განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა