„მეგალაბმა“ თბილისის ოთხ წამყვან კერძო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდმა მულტიპროფილურმა ლაბორატორია „მეგალაბმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის 4 წამყვან კერძო სკოლასთან გააფორმა. “მეგალაბის“ ინფორმაციით, აღნიშნული სკოლებია: „ბრიტანულ-ქართული აკადემია“, „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“, „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ და „თბილისის მწვანე სკოლა“.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს რეგულარულად ჩაუტარებენ COVID-19-ის ტესტირებას. ამასთან ერთად, სკოლები მათი მოსწავლეების ოჯახებს გადასცემენ „მეგალაბის“ COVID-19-ის პჯრ (PCR) და სწრაფი ტესტის ფასდაკლების ვაუჩერებს.

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო წლის დასაწყისში, „მეგალაბის” წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნული სკოლების მოსწავლეებს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას COVID-19 -თან დაკავშირებულ დამატებით რეკომენდაციებს მიაწოდებენ.

„მეგალაბი“ მუშაობს JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„მოხარულები ვართ, რომ „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ და „თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „მეგალაბთან“. ეს შეთანხმება დაგვეხმარება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვასა და სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა“,-აცხადებენ „ბრიტანულ-ქართულ აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ გუნდში.

„ჩვენი მიზანია, COVID-19 პირობებში, სკოლაში შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემო. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას „მეგალაბთან“, რომელიც დაგვეხმარება ინფორმირებულები ვიყოთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე“,-აღნიშნავენ „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ გუნდში.

„მოხარულები ვართ, რომ „თბილისის მწვანე სკოლასა“ და „მეგალაბს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი. გვჯერა, რომ ამ შეთანხმების შედეგად შევძლებთ სასკოლო პროცესის კიდევ უფრო უკეთ წარმართვასა და მოსწავლეებისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას“,-აცხადებენ “თბილისის მწვანე სკოლის” გუნდში.

„მოხარულები ვართ, რომ „მეგალაბმა“გააფორმა სკოლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისა და სასკოლო პერსონალის დროული ტესტირებით ჩვენს წვლილს შევიტანთ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში“,-აღნიშნავენ „მეგალაბის“ გუნდში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა