ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა

შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 4 კომპონენტიანი 135 000 დოზაა აქვს შეძენილი.

„შეკვეთილი, ხელმოწერილი და ნაყიდი გვაქვს გრიპის ვაქცინის 4 კომპონენტიანი 135 000 დოზა, რომელიც გაუკეთდება რისკ ჯგუფებს, რისკ ჯგუფები კი განისაზღვრება საბჭოს დადგენილებით. გრიპის ვაქცინა კერძო სექტორსაც ექნება. ახლა ვცდილობთ გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინების მარაგი, ძალიან ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი. შესაძლებელია წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს , ვიდრე ოდესმე ყოფილა. შარშან გვქონდა ნაყიდი 100 ათასი გირპის ვაქცინის დოზა, იქიდან ძალიან ცოტა დაგვრჩა, იმიტომ რომ არ მოვიდა რისკჯგუფების ნაწილი. წელს 135 ათასი გრიპის ვაქცინა შევიძინეთ და ვცდილობთ ეს დოზები სულ მცირე გავაორმაგოთ. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ შემოდგომის სეზონი, შესაძლებელია უფრო საფრთხილო იყოს, ვიდრე ზაფხულის სეზონი, რესპირაციული ინფექციები შემოდგომის სეზონზე აქტიურდებიან“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა