ანონსი 19 სექტემბერი

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ჩუღურეთის მოსახლეობასთან ერთად ხუდადოვის ტყეს დაასუფთავებს.

მის: თინა ენუქიძის N2

საკონტაქტო: 599 437 403

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის წინ პოლიტიკოსი ქალები განცხადებას გააკეთებენ და ქალ პოლიტიკოსთა უფლებების დაცვის ახალ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მის: რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო - 555 602 634

19 სექტემბერს, 11.00 საათზე, ქუთაისში, "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ენმ-ს წევრის ლაშა ცუცქირიძის თავდასხმასთან დაკავშირებით.

მის: ქუთაისი, თამარ მეფის 40, ლომებიანი სახლი

საკონტაქტო: ნანუკა მიქელაძე - 577 99 95 77

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკო დისტანციურად განიხილავს შუამდგომლობას, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის" სამგორის ახალგაზრდული ფრთა მაჟორიტარობის კანდიდატთან, ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად აქციას გამართავს.

თემა: პოლიკლინიკების გასხვისება.

მის: აეროპორტის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო: 599 552 949

19 სექტემბერს, 12.00 საათზე, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.

მისა: ქ.ახალქალაქი, ვაჩიანის გზატკეცილი, სამხედრო ქალაქი #1

საკონტაქტო პირი: გიორგი კაჭარავა 577 393 913

19 სექტემბერს, 13:00 საათზე, სოფელ ჭყვიშში, მმართველი პარტია ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ლელოს" წარმომადგენელი, პარტიის საარჩევნო ნომრის წილისყრაში მიიღებს მონაწილეობას. დღეს "ლელო საქართველოსთვის" საარჩევნო ნომერი ოფიციალურად მიენიჭება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #138

საკონტაქტო: 577624445

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნიქოზში მიმდინარე ბორდერიზაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს.

მის: ვაჟა-ფშაველას 64

19 სექტემბერს, 14:25 საათზე, სოფელ დიდ ჯიხაიშში, „ქართული ოცნება" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს სამტრედიის მოსახლეობას წარუდგენს.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

19 სექტემბერს, 15:15 საათზე, „ქართული ოცნება" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს ხონში წარადგენს.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

19 სექტემბერს, 16:30 საათზე, სოფელი ჩუნეში, მმართველი გუნდი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წყალტუბოში წარადგენს.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

19 სექტემბერს, 17:00 საათზე, კამპანიის „დავასუფთავოთ მსოფლიო" ფარგლებში, პარტია „არჩევანი სამშობლოსათვის" დასუფთავების აქციას ჩაატარებს.

მის: ორთაჭალის ტურფა. არტურ ლაისტის ქუჩა.

საკონტაქტო: 557 494 724

19 სექტემბერს, 18:00 საათზე, გაიმართება აქცია და მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე. აქციის მონაწილეები ითხოვენ საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცებას.

საკონტაქტო : 598 549 484

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთავში ელენე ხოატარია და ირმა ნადირაშვილი ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნას დაესწრებიან

მის: რუსთავი, ტაშკენტის 5

საკონტაქტო: 597040608 - თორნიკე

19 სექტემბერს, 20:00 საათზე, განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მის: ოთარ ჩხეიძის N5.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა