პარტია „რეფორმერი" სტუდენტების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვს და პეტიციას აქვეყნებს

პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სტუდენტების სწავლის საფასურისგან გათავისუფლების პეტიცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს. მათივე ცნობით, "რეფორმერი" მოუწოდებს მთავრობას, სახელმწიფომ 2020-2021 წელს სწავლის საფასურისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტი, ვისაც არ შეეხო მთავრობის ინიციატივა.

„კორონა პანდემიამ უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა. პანდემია შეეხო ყველა სოციალურ ფენას. თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ დარჩა უმუშევარი, არ შეუჩერდა ბიზნესსაქმიანობა და არ შეუმცირდა შემოსავალი. პანდემიამ პრობლემები შეუქმნა სტუდენტებს. შემოსავლის გარეშე დარჩა ბევრი სტუდენტი, მათ შორის, ვინც დასაქმებულები იყვნენ მომსახურების სფეროში. ეკონომიკური კრიზისი შეეხო მათ ოჯახებს, ისინი ვეღარ უზრუნველყოფენ შვილებისთვის სწავლის გადასახადს, რაც მათ ამ პირობებში, როგორც ფინანსურ, ასევე ფსიქოლოგიურ ტვირთად დააწვა.

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და მოვითხოვთ მთავრობისგან, 2020-2021 სასწავლო წელს სწავლის საფასურისგან სრულად გაათავისუფლოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელების ყველა სტუდენტი, რადგან პრემიერ- მინისტრის ინიციატივა სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, შეეხო მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას,“- განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

როგორც "რეფორმერში" აცხადებენ, სახელმწიფოს მიდგომა ყველა სტუდენტთან მიმართებით რომ იყოს სამართლიანი, მთავრობა ვალდებულია სწავლის გადასახადი დაუფაროს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელების ყველა სტუდენტს, ვისაც არ შეეხო მთავრობის ინიციატივა.

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწავლის გადასახადის გადახდა ბიუჯეტიდან. ბიუჯეტს აქვს რესურსი, რომლის ამ მიმართულებით გამოყენებაც უნდა მოხდეს“- განაცხადა პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა