გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ისინი ოზურგეთს უკავშირდება. გურიაში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებულია.

„დღეს დილით ვთქვით, რომ ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გქონდა. მოგვიანებით დაემატა კიდევ ოთხი. მათი რაოდენობა ოზურგეთში დღეს 8 ერთეულით გაიზარდა. ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია.

ყველა მათგანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და ისინი მსუბუქი სირთულის პაციენტებად ითვლებიან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა