არჩილ თალაკვაძე - არავითარი სასწრაფო და სახელდახელო კენჭისყრა არ იმართება, განვიხილავთ დეტალურად ყველა ცვლილებას

არავითარი სასწრაფო და სახელდახელო კენჭისყრა აქ არ იმართება, განვიხილავთ დეტალურად ყველა ცვლილებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავენ.

აღნიშნული განცხადებით, მან ეკა ბესელიას უპასუხა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს.

„რაზეც ქალბატონი ეკა საუბრობდა, ინიცირებული პროექტი არის ისე, როგორც ის ამბობდა. პროექტი რომელიც გაქვთ მაგიდაზე, არის ინიცირებული ვერსია, მეორე დოკუმენტი, რომელიც ბატონმა გურამმა და ანრიმ გადმოგცეს თქვენ კოლეგიალურად, რადგან წესით, ეს ცვლილებები რაც აქ არის ასახული, უნდა დაასახელოს დეპუტატმა ან მომხსენებელმა. თქვენ ეს დაგირიგდათ იმისათვის, რომ გქონდეთ სრული ტექსტი, რა ცვლილებების გათვალისწინება მოხდება მეორე მოსმენისთვის კენჭისყრამდე. არავითარი სასწრაფო და სახელდახელო კენჭისყრა აქ არ იმართება, განვიხილავთ დეტალურად ყველა ცვლილებას, რაც თითოეულ პუნქტში შევიდა. ეს მეორე ტექსტი არის ის ტექსტი, რაც მეორე მოსმენის ფარგლებში უნდა აისახოს თავდაპირველ ვერსიაში.

ყველას მოთხოვნა იყო სამი ამ პროცესთან დაკავშირებით: ეფექტური დასაბუთების მექანიზმი, ეფექტური გასაჩივრების მექანიზმი და მესამე კენჭისყრის ფორმატის ცვლილება, სამივე პრინციპულ საკითხზე არის ამომწურავი საკითხები და თუ გსურთ რომ კარგი კანონი მივიღოთ, მაშინ გთხოვთ არსებითად, შინაარსობრივად განვიხილოთ ეს და ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით, რადგან მთელი დღის განმავლობაში პარლამენტი მუშაობს ამ საკითხზე,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროცედურის დარღვევაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ კენჭისყრამდე რეალურად ახალი კანონი წარმოადგინეს, სადაც 7 პუნქტია დამატებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა