გაერო-მ ბელარუსში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების განხილვის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ბელარუსში სავარაუდო დარღვევების სწრაფ გამოძიებას ითვალისწინებს.

ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციებისას დაფიქსირებული ადამიანების უფლებების დარღვევების, დაკავებებისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდა.

euronews-ის ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას 23-მა ადამიანმა მისცა ხმა 2-ის წინააღმდეგ, 22-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული სიტუაციით დაინტერესდეს და წლის ბოლოს აღნიშნულზე მოხსენება წარადგინოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა