იოსებიძის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა

იოსებიძის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც ლაშა ცუცქირიძის მეუღლემ, ლინა დოლიძემ განაცხადა, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ და მანქანიდან გადმოსვლისთანავე იერიშზე გადმოვიდნენ.

„ჩვენ როგორც კი გადმოვედით მანქანიდან, დავინახე ორი პიროვნება, მათ ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები და სახე ჰქონდა სრულად დაფარული. როგორც კი დაგვინახეს, რომ გადმოვედით მანქანიდან, ჩემს მეუღლეს დაუწყეს ცემა. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მოგზავნილები არიან. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ეს ადამიანები აქ 5 დღეა დგანან და გველოდებიან“, - განაცხადა ლინა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა