ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერმა შეიარაღებული მამაკაცის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა მუქარა არ შეწყვიტა, შემდეგ უკვე მისი მისამართით ისროლა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს