ქალაქ ყვარლის ცენტრალური ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები.
ქუჩების მორეცხვის პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი ადგილზე გაეცნენ.