რუსთავში ავტობუსებისთვის ავტოსადგომი შენდება

რუსთავში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის ავტოსადგომი შენდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

,,ეს ობიექტი უნდა მოემსახუროს იმ 40 ახალ ავტობუსს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიძინა ჩვენი ქალაქისთვის. თქვენ იცით, რომ პროექტი იბიარდის დაფინანსებით განხორციელდა და მას გარკვეული ვალდებულებები ახლდა თან. ერთ-ერთი ვალდებულება, სწორედ ინფრასტრუქტურულად გამართული ავტოსადგომის მოწყობა იყო და ამ ვალდებულებას, რუსთავი ასრულებს. ახალ ავტობუსებს, რომელთა შემოყვანაც ქალაქში დეკემბრიდან დაიწყება, რუსთავი ინფრასტრუქტურულად გამართული ახალი ავტოსადგომით დახვდება“,-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

პროექტი ფარგლებში, რუსთავის ახალ ავტოსადგომზე მოწყობილია წყალარინების სისტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგებულია ბეტონის საფარი, მოწყობილია გარე განათება, ავტოსამრეცხაო, ადმინისტრაციული შენობა, დაცვის ჯიხური და ე.წ ბოქსები. ახალი ავტობუსები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. 6 ქალაქისთვის შეძენილი 175 ავტობუსიდან, 40 ერთეული, რუსთავს დეკემბერ-იანვარში უნდა გადაეცეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა