ქალი, რომელსაც სენაკში კორონავირუსი დაუდგინდა, რუხის საავადმყოფოში გადაყავთ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევიდან ერთი სენაკში დაფიქსირდა.
კოვიდ 19 ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ შუახნის ქალს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.
„ პაციენტს ტემპერატურა არა აქვს, მდგომარეობა სტაბილურია და გადაყავთ რუხის საავადმყოფოში,“- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ანა ჭიჭაღუამ.
დროისთვის სენაკში კორონავირუსის 4 შემთხვევაა გამოვლენილი.

























