პანკისში დაპირისპირებისას მოკლული ვისურ მუთოშვილის ძმა დააკავეს

პანკისში დაპირისპირებისას მოკლული ვისურ მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას 29 ივნისს, სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშვილების სახლის მისამართით სროლასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას ედავებიან. შმაგი მუთოშვილი სამართალდამცავებმა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით სოფელ ჯოყოლოში გუშინ დაკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების განმარტებით, შმაგი მუთოშვილი უდანაშაულოა და ოჯახის მისამართით გამიზნულ პროვოკაციას აქვს ადგილი, ვინაიდან ისინი ხეობაში ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან.

მუთოშვილის ახლობლების განცხადებით, ამ მეთოდით ხელისუფლება მათ დაშინებას ცდილობს, რის გამოც, ისინი უახლოეს პერიოდში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ცნობისთვის, 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისურ მუთოშვილი მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგძელელება იყო. მეორე ვერსიით კი, მომხდარი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს