„საქნახშირმა“ ახალგაზრდა მეშახტეს სწავლა დაუფინანსა

„საქნახშირმა“ ახალგაზრდა მეშახტეს ილია გვენეტაძეს სწავლა დაუფინანსა. კომპანიის ინფორმაციით, ილია გვენეტაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ინჟინერიის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტია. სწავლის პარალელურად კი, ის „საქნახშირის“ შრომის უსაფრთხოების ისპექციის თანამშრომელია.

„ სამთო საქმე ყველა მხრივ განსაკუთრებულია, ეს არის ერთგვარი ჭიდილი ბუნებასთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროფესია საფრთხის შემცველია, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ჩვენ დღეს უკეთესი სამთოელები უნდა ვიყოთ ვიდრე გუშინ ვიყავით. უნდა განვავითაროთ ჩვენი თავი და პროფესია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უფრო უსაფრთხო და მარტივი გახდეს. მინდა ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს აღნიშნული პროფესიით. „საქნახშირის“ მიერ ჩემი სწავლის დაფინანსება, სხვებისთვისაც დიდი მოტივაცია იქნება. ჩემი, როგორც ტყიბულელი ახალგაზრდის მიზნები „საქნახშირთან” თანამშრომლობას უკავშირდება. უმაღლეს სასაწვლებელში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას შახტაში საქმიანობისას გამოვიყენებ. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სწავლის დოქტორანტურაში გაგრძელებას ვაპირებ. მადლობა „საქნახშირს“ და მის გენერალურ დირექტორს, ზურაბ აღდგომელაშვილს. რომ არა კომპანიის თანადგომა, სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი“, - აცხადებს ილია გვენეტაძე.

ინფორმაციას კომპანია „საქნახშირი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა