ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა აცხადებს, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ამ ეტაპზე გვყავს 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ნუგზარ პაპავამ.