ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, აქედან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 14 კოვიდინფიცირებული დაემატა, დღეისთვის ჯამში 154 პაციენტი გვყავს, აქედან 14 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ რჩება. განყოფილებაში 116 პაციენტს პნევმონია აღენიშნება. 13 პაციენტი საკარანტინო ზონაში გადავიყვანეთ, დღის განმავლობაში კი დამატებით 8 პაციენტის გადაყვანა იგეგმება. დღეისათვის 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით",- განაცხადა გია კიკაბიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"