სტიქიის გამო ხელვაჩაურში საგანგებო შტაბი შეიქმნა

უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, კირნათის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად გადაიკეტა კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა.

მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე სოფელ შუშანეთში მცხოვრები 3 ოჯახის საცხოვრებელ სახლთან და სოფელ ზედა კირნათში ერთ სახლთან.

უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, ასევე ჩაიკეტა მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელებთან მისასვლელი გზა.

"მეწყერსაშიშ ზონებში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დილიდანვე მობილიზებულია ტექნიკა, მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს",- აცხადებენ ხელვაჩაურის მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს