პრემიერი - არავის არაფერში არ უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი ყოველდღიური შრომით, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი

„არავის არაფერში არ უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი ყოველღიური შრომით, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საზოგადოებამ ერთად შრომით უნდა მიაღწიოს იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.

„დიდი პატივია ვანში, ანტიკურ ქალაქში თქვენთან ერთად მომავალზე საუბარი, მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც დიდ ემოციებს იწვევს. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა სამწუხაროდ, ისეთი მდგომარეობაშია, რომ ბევრი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობ: გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგხვდა, სადაც ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ იყო უგულებელყოფილი, ბავშების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, ვანში, 24 საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს? მარტივ, ელემენტარულ საკითებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდასოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა როგორც წყალმომარაგება, ასევე სანიაღვრე არხები, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, არქეულოგიური მუზეუმის გახსნით ვანი შეიძენს ტურისტულ სტატუსსაც.

„ყველაფერთან ერთად ჩვენი წარსულიც უნდა გვახსოვდეს. ვანის არქეულოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი წინ იმისთვის, რომ ვანმა არამხოლოდ ქვეყანაში შეიძინოს ტურისტული აზრი, არამედ საერთაშორისო დონეზე. იმდენად მნიშვნელოვანი ექსპონატები იქნება აქეოლოგიურ მუზეუმში, რომ აქ ტურისტების დიდი რაოდენობა იქნება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვანი ვერ გახდება მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული ცენტრი. ვანში ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობა. შეუძლებელია სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს იმაში, რატა გახდეს ძლიერი ფერმერი. სწორედ ამიტომ, ადამიანს ვანში, რომელსაც აქვს სურვილი თავის თავზე რისკი აიღოს, შიში გადალახოს და თავის საქმე დაიწყოს, არ აქვს მნიშვნელობა იქნება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში თუ სხვა დარგებში, სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ , რომელმაც გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება თითოეულ ადამიანს. ვანში წელს გაკეთდა საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც იუსტიციის სახლმა გახსნა. რა სერვისების, რა ცოდნის, რა ინფორმაციის მიღებაც შესძლებელია თბილისში, მაგალითად „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში რომ მიგეღოთ მონაწილეობა და სოფლის მეურნების სხვადასხვა პროგრამებში, უნდა ჩასულიყავით თბილისში და იქ მიგეღოთ ინფორმაცია, ახლა ეს ყველაფერი გაქვთ ვანში, საზოგადოებრივ ცენტრში. ერთი ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი, რომ მიხვიდეთ, იქ არის სრული ინფორმაცია იმ დონემდე, რომ კონტრაქტის გაფორმებაა შესაძლებელი მათთვის, ვინც ამ პროპგრამაში ჩართვის მსურველი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თანაბარი პირობები და ნიჭიერმა ადამიანს, რომელსაც შეუძლია პირველი ნაბიჯი გადადგას, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით და ეს ქვეყანა გახდეს შესძლებლობების ქვეყანა. თანაბარი შესძლობებლების ქვეყანა ყველასთვის, ვისაც შეუძლია ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, შემდგომ გაძლიერდეს ისე, რომ დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ეს არის ძირითადი მიზანი“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა