ახალქალაქში უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა. როგორც ცენტრის განსხნისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცენტრი რეგიონში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას შესარულებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნას. მოგეხსენებათ, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ზაზა ფერაძის სახელს ატარებს. დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, ჯარისთვის, არამედ ამ რეგიონის მოსახლეობისთვისაც. ამ ბაზას უდიდესი მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა, რომელიც 200- წლიან ისტორიას ატარებს. აქ, ქვედანაყოფები 200 წლის განმავლობაში არსებობდნენ და ბოლოს, 2007 წელს, როდესაც რუსეთის ჯარმა დატოვა აღნიშნული ბაზა, მას ფუნქცია დაკარგული ჰქონდა. ეს ბაზა ისტორორიულად ყოველთვის იყო ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ინტეგრაცია მომხდარიყო. ბაზას უაღრესად დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული და მათი ჩართულობა ყოველთვის თვალშისაცემი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის გადმოტანა ახალქალაქში არის მრავალმხრივი მიმართულებით ბევრი ეფექტის მომტანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცენტრი მნიშვნელოვან ფუნქციას შესრულებს რეგიონში ინტეგრაციის კუთხით და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას.

„ეს ცენტრი არის ჩვენი აღმშენებლობის პროცესის ერთ-ერთი ხელშესახები მაგალითი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავიწყეთ მთლიანად ინფრასტრუქტურის განახლება. 250 ობიექტზე ჩვენ ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ვახორციელებთ. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულედება, მანამდე ამგვარი თანამედროვე ბაზების გახსნას ჩვენ, ყველა ერთად ვიხილავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალ გიორგი მათიაშვილს, თავდაცვის ძალებს და მთელს შემადგენლობას იმ სამსახურისთვის, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ეწევიან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალქლაქის საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრს გახსნას მიტროპოლიტი ნიკოლოზიც ეწსრებოდა, რომელსაც მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა და ეკესიისა და ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეკლესია და ჯარი ყოველთვის იყო და არის, როგორც ერთი ორგანიზმი. სწორედ ეკლესიის თანამდგომა ჯარისკაცებისთვის, ჯარისთვის არის უაღესად მნიშვნელოვანი. ამიტომ, მსურს შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა, როგორც მეუფეს, ისე საქართველოს საპატრიარქოს, ჩვენს ეკლესიას გვერდში დგომისთვის“. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა მფრინავებს, ავიაციის სარდლობის შემადგენლობას სამხედრო ავიაციის დღე მიულოცა. მინისტრის თქმით, დაწყებულია საავიაციო პარკის განახლება, 2021 წლის 19 სექტემბერს კი, განახლებული ავიაპარკით შეხვდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა