რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის საქმის პროკურორი - ცეცხლსასროლი იარაღი როგორც ნივთმტკიცება, ამ ეტაპზე ამოღებული არაა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას საქმის პროკურორის თამარ ჯულყანიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის შეფასებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, რაც სასამართლომ გაიზიარა.

როგორც პროკურორი აცხადებს, ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებული არაა და ამიტომ, შესაძლოა, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც ყოფილიყო.

„ბრალი წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რაც არის დაკავშირებული პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლმადე, ანუ, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვითხოვდით ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სახეზეა აღმკვეთი ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები. არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, აგრეთვე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასამართლომ მოისმინა როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის დასაბუთება, პოზიციები და შესაბამისად, საქმის მასალებსა და ჩვენ მიერ გაჟღერებულ პოზიციებზე დაყრდნობით, სასამართლომ სამივე საფრთხის არსებობა დადასტურებულად მიიჩნია და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის შესაძლო იარაღს, მოცემულ შემთხვევაში ამაზეც აპელირებდა ბრალდებს მხარე, რომ ამ კუთხითაც არსებობს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, ვინაიდან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ცეცხლსასროლი იარაღი როგორც ნივთმტკიცება, ამ ეტაპზე ამოღებული არაა“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, როგორც პროკურორი აღნიშნავს, არსებობს არაერთი მოწმის ჩვენება, ასევე საბრძოლო მასალა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

„ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდით, რომ სახეზე იყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობა, რაც აისახა ბრალდების შესახებ დადგენილებაში. იმისთვის, რომ პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, უნდა არსებობდეს დასაბუთებული სტანდარტის ვარაუდი, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად სახეზეა და ეს დადგენილად მიიჩნია სასამართლომაც. აქ საუბარია არაერთი მოწმის გამოკითხვის ოქმებზე და ოქმებში ასახულ ინფორმაციაზე, შემდგომში ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის დროსაც ამოღებულია არა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა საბრძოლო მასალა - მასრები. ასევე ბრალდებულის ჭრილობიდან არის ამოღებული ტყვიის ლულა, რაც დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ეს იყო ტყვიის ლულა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფრაგმენტები გახლდათ მასრა. ექსპერტიზის დასკვნაზეა საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, ადგენს იმ სტანდარტს, რაც არის აუცილებელი სისხლისსსმარართლებრივი დევნის დასაწყებად“,- განაცხადა პროკურორმა თამარ ჯულყანიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს