დავით შერაზადიშვილმა ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ეპისკოპოსმა ბოლნისის ახალი მუზეუმი და ძველი გერმანული უბნები დაათვალიერა. ეპისკოპოსმა, დელეგაციის სხვა წევრებთან, ვიურტემბერგის მხარის საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტთან, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს მარკუს შოხთან და პასტორ ირინა სოლეისთან ერთად ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციაო სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

ეპისკოპოსს მეგზურობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაუწია. ვიზიტის დასასრულს კი ფრანკ ოტფრიდ იულიმ ბოლნისის ლუთერული სამრევლო სახლიც დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ფრანკ ოტფრიდ იულიმ საქრთველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან უკვე გამართა.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიურტემბერგის მხარის ეპისკოპოსს ბოლნისში, ძველ გერმანულ ქალაქში ვუმასპინძლეთ, ქალაქში, რომელიც მე-19 საუკუნეში სწორედ ვიურტემბერგიდან ჩამოსულმა გერმანელებმა დაარსეს. ქალაქი ბოლნისი ქართველი და გერმანელი ერის მეგობრობის სიმბოლოა და ჩვენ თოთოეულ სტუმარს გერმანიიდან დიდი სიყვარულით ვმასპინძლობთ. დღეს ეპისკოპოსს ისტორიული უბნები და ბოლნისის ახალი მუზეუმი დავათვალიერებინეთ და მას ჩვენი მუნიციპალიტეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გავაცანით. ეს ვიზიტი ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს