ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

როგორც გოჩა კურდღელიამ განაცხადა, საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ ბედნიერი ვარ, რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შევძელით და მალე, ჩვენს პატარებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

შეგახსენებთ, 2018-2020 წლებში ფოთში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. აშენდა 1 და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 200 ლარით გაიზარდა ბაღის პედაგოგთა და აღმზრდელთა შრომის ანაზღაურება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა