ცესკომ  31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, რიგითი ნომრების განსაზღვრის წილისყრის პროცედურაში 47-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით განსაზღვრა. ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს. მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ ამოიწურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, ბოლო ვადა რიგითი ნომრების განსაზღვრისთვის არის 1-ელი ოქტომბერი, რაც არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდა, სხვადასხვა პროცედურები დასრულებულიყო დროულად დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა შესაძლებლობა, წილისყრით განესაზღვრა რიგითი ნომრები 30 დღის ნაცვლად, 42 დღით ადრე.

ამასთან, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივდებათ არჩევნებში რიგითი ნომრების გამოყენება. კერძოდ კი, საარჩევნო სუბიექტებს სამივე არჩევნებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რომელიც დღეს განესაზღვრათ წილისყრით, ან სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომრები, რასაც ისინი იყენებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული არის 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცედურაში მონაწილეობას ღებულობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდა უფლება წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომერი, რასაც მანამდე იყენებდნენ“,- განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს განკარგულების მიხედვით არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს განესაზღვრებათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№1 – (პარტია) „თეთრები“

№2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

№3 – ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“

№4 – დავით ჭიჭინაძე „ტრიბუნა - ქდმ“

№5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”

№6 – „მომავალი საქართველო“

№7 – „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

№8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

№9 – გაჩეჩილაძე -„ მწვანეთა პარტია“

№10 – შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

№11 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

№12 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

№13 – „რეფორმერი“

№14 – ბეჟან გუნავა - „ქართული არჩევანი“

№15 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

№16 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№17 – ირაკლი ოქრუაშვილი - „გამარჯვებული საქართველო“

№18 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“

№19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

№20 – „საქართველო“

№21 – „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა, გიორგი წულაია)

№22 – „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“

№23 – „ახალი ძალა“

№24 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“

№25 – „თავისუფალი დემოკრატები“

№26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის”

№27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“

№28 – „ქართული ფესვები“

№29 – დავით ჭიჭინაძე - „ტრიბუნა“

№30 – „შეცვალე საქართველო“

№31 – „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“

№32 – „სახალხო პარტია“

№33 – „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ (ედპ)

№34 – „სოციალური სამართლიანობისათვის“

№35 – „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“

№36 – „გირჩი“

№37 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“

№38 – „იბერიელთა ერთობა“

№39 – „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“

№40 – „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე“

№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

№42 – „რეფორმატორები“

№43 – „ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)“

№44 – „ქართული იდეა“

№45 – „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“

№46 – გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“

№47 – ზვიად ძიძიგური - „საქართველოს კონსერვატიული პარტია“

№48 – „არჩევანი სამშობლოსათვის“

№49 – ჯონდო ბაღათურია - „ქართული დასი“

№50 – „პროგრესული საქართველო“

№51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

№52 – სერგო ჯავახიძე - „ევროატლანტიკური ვექტორი“

№53 – „ტრადიციონალისტები“

№54 – სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“

№55 – „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“

№56 – „ლელო“

№57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”

№58 – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“

№59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№60 – „საქართველოს განვითარების პარტია“

იხილეთ ვიდეო: ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე