ირაკლი ჩიქოვანი - ქართულ ავიაციას და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს წარმატებას ვუსურვებ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ქართული ავიაციის 28-ე წლისთავს ეხმაურება და სამხედრო ავიაციის მოსამსახურეებს ამ დღეს ულოცავს.

როგორც ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, დღეს საქართველოს სრულად მოდერნიზებული თავდაცვის სისტემა აქვს, 10 -წლიანი განვითარების გეგმის მიხედვით კი საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული საავიაციო პარკი ეყოლება.

,,დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. საჰაერო სივრცე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს საქართველოს სრულად მოდერნიზებული თავდაცვის სისტემა აქვს. მომზადდა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული საავიაციო პარკი ეყოლება.

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

სამხედრო ავიაციის ყველა მოსამსახურეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს!“ - წერს „ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა