კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 38 წლის მამაკაცია, რომელიც კასპში ხელოსანთან, მანქანის შესაღებად თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. გასროლა ხელოსნის სახლში განახორციელდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთმა კი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც გასროლა განახორციელა, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს