კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 2 სენაკში გამოვლინდა, ინფიცირებულები სკოლის მოსწავლეები არიან

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 სენაკში გამოვლინდა და ორივე არასრულწლოვანია. ,,კოვიდ 19“ ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ ორ მოსწავლეს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, პაციენტები რუხის საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ.

,,ჩვენ გამოვიკვლიეთ ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფი მასწავლებლები და მოსწავლეები, სულ 69 პირი, მათი ნიმუშები კვლევისთვის გაიგზავნა ლაბორატორიაში და ,,კოვიდ 19“ მხოლოდ 2 ბავშვს დაუდასტურდა. ინფიცირებულები ახლა შესაბამის კლინიკაში გადაჰყავთ. მათ არანაირი ჩივილი არა აქვთ და მდგომარეობაც სტაბილურია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება “, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სენაკის ცენტრის დირექტორმა, ანა ჭიჭაღუამ.

ამ დროისთვის, სენაკში სულ კორონავირუსის ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს