საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 2 ფოთში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ორივე ბათუმელი ექიმის "კლასტერს" უკავშირდება.
მათივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
ფოთში, ამ დროისთვის COVID-19-ის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.