აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებული 519 პაციენტი მკურნალობს

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში კორნავირუსით ინფიცირებული 519 პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობას 377 პაციენტი გადის.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე PCR ტესტი.

„გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 377 პაციენტი.

ახალ შემთხვევებთან ერთად გვაქვს პოზიტიური შედეგებიც, საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი. სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. ამ რიცხვს დღეს სავარაუდოდ, კიდევ 2 პაციენტი დაემატება",- აცხადებენ უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით კი, მოლოდინი აქვთ, რომ აჭარაში უახლოეს დღეების კორონავირუსის შემთხვევები იკლებს.

"ყველა შემთხვევის მიდევნება ხდება. ყველა სტრუქტურა კოორდინაციაშია. რამდენიმე ე. წ კლასტერული დაჯგუფება შეიძლება, ჩვენთვის ეს კიდევ ეპიდემიოლოგიური დამუშავების პროცესშია. რამდენიმე შემთხვევა ჯერ კიდევ, რომელიც არის 24 საათის განმავლობაში, გვიან გადმოცემული, მიმდინარეობს ეპიდკვლევა. სტატისტიკური მონაცემების შემდეგ, გახდება ცნობილი თითოეულის წყარო.

საჭიროების შესაბამისად, წინასწარი გათვლით, პროგნოზირების საფუძველზე ხდება, როგორც საწოლ ფონდის, ასევე კოვიდკარანტინების დამატება.

იმედი გვაქვს, შეიძლება, ეს დღეები გვქონდეს ახალი შემთხვევები და წავიდეთ კლებისკენ", - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს