მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ერთ დონეზე რჩება, რაც სტაბილიზაციის მაჩვენებელია, ლოკალიზაციისკენ მივდივართ

ის, რომ ერთ დონეზე რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, სტაბილიზაციის მაჩვენებელია, ლოკალიზაციისკენ მივდივართ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, აჭარის გარდა, „ცხელ“ წერტილებში ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ალბათ, ხანმოკლე პერიოდი ეყოფა.

„ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე „ცხელ“ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთიდაიგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, რომ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი „ცხელი“ წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოდან უკვე გაზრდილია ტესტების რაოდენობაც, რასაც შესაბამისი დაწესებულებები ყოველდღიურად აკეთებენ.

„აგვისტოს შუა რიცხვებში დაახლოებით 7 ათასი ტესტი კეთდებოდა დღის განმავლობაში და გაორმაგებულია ამ ტესტების რაოდენობა. 4-5 დღის წინ იყო ყველაზე მცირე რაოდენობა 11 128 ტესტი გაკეთდა. ორ დღეში გახლდათ 13 226 ტესტი. უფრო მზარდია ამ ტესტების რაოდენობა და არა კლებადი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა