ხელვაჩაურში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარაში, ხელვაჩაურში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, მაჭახელას ხეობაში სოფელ შუშანეთისა და ქუთურეთი-მარადიდის მიმართულებით უახლოეს პერიოდში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება და ორივე მიმართულებით გაიხსნება საავტომობილო მოძრაობა.

"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 მიმართულებიდან 14 მიმართულება გაწმენდილია.

ამ ეტაპზე დარჩენილია მაჭახელას ხეობაში შუშანეთისა და ქუთურეთი-მარადიდის საავტომობილო გზა. სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გაიხსნება ორივე მიმართულებით გზა.

სამუშაოების დასრულებამდე ქუთურეთი-მარადიდის მოსახლეობა შემოვლითი გზით შეძლებს სარგებლობას" , - განაცხადეს უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა