ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, კლინიკაში 20 ფეხმძიმე ქალია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ჩვენს კლინიკაში ფეხმძიმე ქალბატონების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს",- აცხადებს ნუგზარ პაპავა