ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული კორონავირუსით ინფიცირებული 5 პირი შეიყვანეს

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული კორონავირუსით ინფიცირებული 5 პირი შეიყვანეს

ქუთაისში ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერი გაიზარდა. სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებული ოქროს ბირჟიდან კლინიკა „ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 5 დასაქმებული შეიყვანეს.

სულ ოქროს ბირჟიდან კლინიკებში 15 ადამიანია გადაყვანილი.

დღეს გამოვლენილი 19 შემთხვევიდან ნაწილი საკარანტინო ზონიდან არის, ნაწილმა კლინიკებს თვითდინებით მიმართა. მათი დაინფიცირების წყარო ზუსტდება.