შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლებამ რიგი პრობლემები სოფლებში მოაგვარა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება,რის აღმოფხვრასაც მმართველი გუნდი მომდევნო წლებში გეგმავს.

„სნოს ხეობის სოფლების ჯუთას, სნოს, ახალციხეს, კარკუჩას, აჩხოტის და ყაზბეგში გერგეტის უბნის მაცხოვრებლებს შევხვდი. არსებული საჭიროებები პირადად მოვისმინე და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე. ხელისუფლებამ რიგი პრობლემები სოფლებში მოაგვარა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, რის აღმოფხვრასაც მომდევნო წლებში ვგეგმავთ“, - განაცხადა კერესელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი