ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 არასრულწლოვანი მკურნალობს, მათგან ორს პნევმონია აღენიშნება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, აქედან ორს პნევმონია აღენიშნება.
როგორცკლინიკისდირექტორიციურიაბულაძეაცხადებს, ინფიცირებულიყველაზეპატარა 9 თვისბავშვია.
"ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 57 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს. აქედან 32 არასრულწლოვანია. ყველაზე პატარა 9 თვის პაციენტი გვყავს. ორ არასრულწლოვანს მსუბუქი ფორმით აღენიშნება პნევმონია.ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 10 ზრდასრულ პაციენტს აღენიშნება პნევმონია. მძიმე პაციენტები არ გვყავს", - განაცხადა ციური აბულაძემ.

























