„ნოვიჩოკის“ შემქმნელი ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის

მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის.

„უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში - ამ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა“, - განაცხადა მეცნიერმა ქიმიკოსმა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.

მირზაიანოვმა, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მთელ თავის შემდგომ ცხოვრებას საბრძოლო შხამის წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომებს.

მისი თქმით, 1993 წელს შეხვდა ადამიანს, რომელიც „ნოვიჩოკით“ მოიწამლა და მისი სიმპტომები ჰგავდა იმავეს, რაც ნავალნიმ თავის "ინსტაგრამ" პოსტში 19 სექტემბერს აღწერა.

მეცნიერის განცხადებით, ნავალნი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან მის გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა