კახა კალაძე - 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ კოლოსარული თანხების ჩადება ყველა იმ სფეროში, რაც ქვეყნის განვითარების ფუდამენტია

2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროში კოლოსარული თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუდამენტია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენმა გუნდმა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მუდივად უკეთესობისკენ იცვლება შრომის კოდექსი. ამ მიმართულებით უკვე პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებები არის მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობები და სოციალური გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის. ეტაპობრივად ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, გავაძლიერო ეკონომიკა და თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ანაზღაურება შევუქმნათ.

2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროშო კოლოსარული თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმოება და სოფლის მეურნეობა კვლავ მიმზიდველი საქმიანობა გახდა, სადაც მოქალაქეს სახელწმიფოს გვერდში დგომასა და დახმარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა, დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა და მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მმართველი გუნდი მუდმივად უსმენს საკუთარ ხალსხს.

„დღეს ჩვენ ყველამ ერთად მხარი უდნა დავუჭიროთ კანდიდატს, რომელსაც წარმოვადგენთ. ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში პრობლემები, გამოწვევები და ამას სჭირდება ერთმანეთის მხარდამხარ 24 - საათიანი მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ღირსეულად და სწრაფად ვპასუხოთ ყევლა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ტყიბულს, ზოგადად რეგიონს და რომელიც არსებობს ქვეყანაში. დაწმუნებული ვარ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა