აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათვე ცნობით, გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

„გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ერთის მხრივ გიდების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გიდების დროებითი დასაქმების პროექტის პირველ ეტაპზე გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში. მუნიციპალიტეტებში გასვლამდე მათ PCR ტესტირება ჩაუტარდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების დროებითი დასაქმების პროექტს გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის საწყისს ეტაპზე უწყებამ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აჭარაში მოქმედ გიდებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადასცა, ასევე უზრუნველყო მათთვის ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე. შემდგომ ეტაპზე, ისინი უკვე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობელეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ჩაერთვებიან.

იხილეთ ვიდეო:აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი