ბეჟან წაქაძე - ძვირფასო მეშახტეებო, ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ, რომ თქვენი პრობლემები გადავწყვიტო

„ქართული ოცნების“ ტყიბულის, ზესტაფონის, ბაღდათისა და თერჯოლისა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის განცხადებით, მაღაროელების შრომისა და ცხოვრების პირობები გასაუმჯობესებელია.

როგორც მან საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის პირადად გაეცნო მეშახტეთა პრობლემებს და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„წარმოადგენდე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც დიდი ისტორიული და არანაკლებ დიდი მომავალი აქვს, ეს მეშახტეთა ქალაქია. ქვანახშირის წარმოება ქალაქის ძირითადი დარგია. გასაუმჯობესებელია ჩვენი გმირი მაღაროელების შრომისა და ცხოვრების პირობები, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი, როდესაც მათთან ერთად ერთი სამუშაო დღე გავატარე მიწის ქვეშეთში. მე ადგილზე გავეცანი მეშახტეთა პრობლემებს და დავპირდი, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მათ გვერდში დავუდგებოდი. დღესაც ვპირდები მეგობრებო, ძვირფასო მეშახტეებო, ჩემს ყოველ გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები გადავწყვიტო. უაღრესად რთული მდგომარეობაა შახტაში და ვერც ერთი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩება, რომელიც ამას ნახავს. ამაყი ვარ იმით, რომ ჩავედი მათთან და ერთი დღე გავატარე“, - განაცხადა წაქაძემ.

მისი თქმით, დაიწყო ქალაქის იერსახის მოწესრიგება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს