ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“ მხარდასაჭერად სამეგრელო-ზემო სვანეთს სტუმრობდა

ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, დღეს, სააგენტო სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია და საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი “ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“ გახსნა.

მათი ცნობით, ხსენებული პროექტი მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტის, 7 სკოლის, 14–29 წლამდე 150 ახალგაზრდის გადამზადებას, მათთვის STEM განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროგრამების, კოდირებისა და რობოტიქსისი კურსის სწავლებას.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, სწავლება მოიცავს 10 თვიან ტრენინგ კურსს, რომელიც როგორც ვირტუალურ ასე რეალურ სივრცეში, მიმდინარეობს.

„კურსს ხელმძღვანელობენ STEM–ის პედაგოგი ტოლია კილასონია 2019 წლის ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი.

პროექტის საბოლოო მიზანია, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის შეიქმნას ინოვაციების ცენტრი, რომელიც აღჭურივილი იქნება თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ციფრული კომპეტენციები და მიიღონ STEM განათლება. შედეგების გავრცობის მიზნით, 10 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები მიღებული ცოდნის გასაზიარებლად საინფორმაციო შეხვედრებს გააკეთებენ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში, სადაც შექმნიან კლუბებს და მენტორობას გაუწევენ კლუბის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა