სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული დირექტორი, გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი.

მათივე ინფორმაციით, გრანპრის მფლობელი გახდა, ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი. ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელები არიან: გელა მაჭარაშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და ვარდენ ნიქაბაძე - მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„გრან-პრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc), თიბისი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა