პანკისში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

პანკისში, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული შმაგი მუთოშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

35 წლის ახალაგაზრდას ოჯახის წევრები და თანასოფლელები მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ჯოყოლაში შეიკრიბნენ და საქმის სამართლიანად გამოძიება მოითხოვეს.რადგან,მათი მტკიცებით,წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულება არ გააჩნია.

"ვითხოვთ გაათავისუფლდეს შმაგი მუთოშვილი.ის უკანონოდ არის დაკავებული.ის არ გვეყო, რომ ერთი მოგვიკლეს, ახლა კიდევ ამის დაკავება.ეს არის დაშინება და გაფრთხილება, რომ გავჩუმდეთ, რადგან გამოძიებას არ ააქვს შესაბამისი მტკიცებულება.არ შევწყვეტთ ბრძოლას, გავაგრძელებთ აქციებს" , - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

აქციის პარალელურად,თელავის რაიონულ სასამართლოში დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ დაკავებული შმაგი მუთოშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ოჯახის არ გამორიცხავს, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექპერტიზა ჩართონ.

გამოძიება შმაგი მუთოშვილის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავება.

ცნობისთვის,შმაგი მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის აგრძელება იყო,მეორე ვერსიით კი მხარეებს შორის კონფლიქტი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა.

37 წლის ვასო მუთოშვილის მკვლელობისთვის ორი პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო