„ქართული ოცნების" ლიდერებმა თერჯოლის რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საწარმოში კომპანია „ზეკარმა" 750 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 20 000 აშშ დოლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, ხოლო 250 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია.

,,საწარმოს შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების" ლიდერებს კომპანიის დირექტორმა დავით კეკუამ მიაწოდა. მისი განცხადებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, სამი სახის ყველს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნული საწარმო ასევე დაათვალიერეს ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ და თერჯოლის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიაშვილმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო