მამუკა მდინარაძე - არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ზესტაფონში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება ამ მხრივ აგროპროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქართული პროდუქციის ექსპორტი 400 მილიონი დოლარით გაიზარდა. მისივე თქმით, როცა ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა. მდინარაძის თქმით, ასევეა გზების, მოსახლეობის წყლით მომარაგების და სხვა საკითხების შემთხვევაში.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ - 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზებია გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინც და მაინც წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია ზოგადად 2012 წლამდე. როდესაც წყალმომარაგებაზე იყო საუბარი - მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ექნება უწყვეტი წყალი. ასეთი ციფრები გვაქვს ყველა მიმართულებით.

ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში ოთხი პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით 10%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, როდესაც გაჭირვებულები გყავს, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემი, გამორიცხულია. დინამიკა უნდა იყოს მზარდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიური ინერცია არსებობს. ამ მიმართულებით სიარული მშვიდობით და განვითარებით ევროპისკენ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ გავძლიერდებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა