გიორგი ვაშაძემ "სტრატეგია აღმაშენებელის" ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა.

ვაშაძემ საუბრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს 220 000-მა მოქალაქემ სამუშაო ადგილი დაკარგა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, ქვეყანაში 300 000-მდე სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„სტრატეგია აღმაშენებლის"გუნდი არის გუნდი, რომელიც ქვეყანას აღმშენებლობას და საქმის კეთებას სთავაზობს. ჩვენ გვაქვს ქუთაისის და იმერეთის განვითარების გეგმა და ქუთაისს მინდა წარვუდგინო ღირსეული კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე, ახალგაზრდა მშრომელი ადამიანი განათლებით ინჟინერ-ეკონომისტი, რომელსაც აქვს ამერიკული განათლება მიღებული „რედ კორპორაციის“ მიერ გაკეთებული პროექტებიდან გამომდინარე, აქვს დიდი გამოცდილება მშენებლობის და მთელი ქუთაისი არის ამის მაგალითი, რომლის რეაბილიტაციაც სამწუხაროდ, გააჩერეს. ის არის ჩვენი მძლავრი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს ქუთაისიდან და იმერეთიდან. ანდრო ლოსაბერიძეა ის ადამიანი, რომელიც ყველა ქუთაისელს და ყველა ადამიანს დაუდგება გვერდში და სრულიად სხვა პერსპექტივას მისცემს ჩვენს ახალგაზრდა, პროფესიონალ გუნდთან ერთად ამ ქალაქს.

ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევნები 31 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს ჭაობი თუ განვითარება, „ფუქსავატობა“ თუ წინსვლა, უპერსპექტივობა, მუდმივი ტყუილი თუ დღე და ღამე მუშაობა და ხალხის კეთილდღეობა. რაც მთავარია, ეს არის რეფერენდუმი პროდასავლური, ძლიერი სახელმწიფო, თუ რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე დიდი იარაღის, „ქართული ოცნების" მიერ ნამართავი საქართველო, რომელსაც კავშირი არ აქვს.

დარწმუნებული ვარ, აღმშენებლობით ქუთაისიდან კვლავ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაძლიერებთ და იქნება საქართველო რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იამაყებენ და ხმამაღლა იტყვიან მთელს მსოფლიოში „ მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მეამაყება ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს